ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა Global Shapers Tbilisi Hub-ის კიდევ ერთ საინტერესო აქტივობას ,,Global Shapers Georgian Retreat"-ს უმასპინძლა, რომელშიც ვარშავის, კრაკოვის, ათენის, ბუქარესტისა და ჩეხეთის ჰაბების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
3 დღიანი პროექტის ფორმალური სესიების და არაფორმალური აქტივობების მიზანი ჰაბებს შორის თანამშრომლობისა და კავშირების გაძლიერება იყო.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის "Global Shapers"-ის პლატფორმას თბილისი 2023 წელს შეუერთდა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბაზაზე, ოფიციალური პარტნიორობით დაფუძნდა.
პლატფორმის მისიაა გააერთიანოს ახალგაზრდა თაობის ლიდერები მთელს მსოფლიოში და გახადოს ისინი გადაწყვეტილების მიღების, პოლიტიკის შემუშავებისა და ცვლილებების მამოძრავებელ ძალად.