სიახლეები და ღონისძიებები

Google Developers Club - Coding Session - ალგორითმები

Google Developers Club - Coding Session - ალგორითმები

ოთხშაბათი, 09 დეკემბერი, 2020

აჩვენე კალენდარზე

9 დეკემბერს (2020) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) გუგლის დეველოპერების სტუდენტურმა კლუბმა რიგით მესამე შეხვედრას უმასპინძლა.

ალგორითმები კომპიუტერული მეცნიერებების განუყოფელი ნაწილია. ეს არის ინსტრუქციების თანმიმდევრობა, რომელიც საბოლოოდ ადასტურებს კონკრეტული დავალების წარმატებით შესრულებას და მის ეფექტურობას. გუგლის დეველოპერების სტუდენტური კლუბის რიგით მესამე შეხევდრა ეხებოდა ზოგიერთი საინტერესო ალგორითმის მიმოხილვას და მათ პრაქტიკულ გამოყენებას.

სესიას უძღვებოდა ლევან ვარამაშვილი - გუგლის პროგრამული უზრუნველყოფის ყოფილი ინჟინერი, ამჟამად კი ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტის (ETH Zurich) მათემატიკის მაგისტრანტი.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა