ინტერიერის დიზაინის სასერტიფიკატო კურსის 25-ე გამოშვება
სამშაბათი, 07 ივლისი, 2026
2 ივლისს (2026) ინტერიერის დიზაინის გაზაფხულის სასერტიფიკატო კურსზე სტუდენტებმა სწავლა დაასრულეს და საგამოცდო ნამუშევრები წარმატებით წარადგინეს. დიპლომების გადაცემის მხიარულ და ემოციურ ცერემონიალს ქართილ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი, კურსის ხელმძღვანელი ვიკა ბერიშვილი, უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი თამთა ნიშნიანიძე ესწრებოდნენ.
კურსდამთავრებულებს უკვე შეუძლიათ პრაქტიკაში გამოიყენონ მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები, დამოუკიდებლად მიიღონ სწორი გადაწყვეტილებები და ეფექტურად დაგეგმონ ნებისმიერი შიდა სივრცე.
GAU-ს ინტერიერის კურსი შესაძლებლობას აძლევს დამწყებ დიზაინერებს და ინტერიერის დიზაინით დაინტერესებულ სხვა მსურველებს მოკლე დროში შეისწავლონ დიზაინისა და დეკორის ძირითადი პრინციპები და კრეატიული გადაწყვეტილებების ინტერიერში ასახვის გამოცდილება მიიღონ.
ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულებას და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას ვუსურვებთ!