სამეცნიერო კონფერენცია „ენა და კულტურა“ - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა
ორშაბათი, 16 ნოემბერი, 2020
2016 წლიდან მოყოლებული ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია „ენა და კულტურა“.
მიუხედავად პანდემიისა, წელსაც არ ვღალატობთ ტრადიციას და ახლა უკვე რიგით მე-5 კონფერენცია გაიმართება 20-21 ნოემბერს დისტანციურ რეჟიმში.  წარმოდგენილი მოხსენებები მოიცავს ენათმეცნიერების, ლიტერატურის, მწერლის ენისა და სტილის, ლიტერატურის თეორიისა თუ ფოლკლორის  სხვადასხვა საკითხს, აგრეთვე ─ ქართულ კულტურასთან დაკავშირებულ არაერთ სფეროს.
                                                                                                                                       21 ნოემბერი
კონფერენციის გახსნა
14 : 00 საათი
მისალმებები:
- რ. მაიკლ ქაუგილი ─ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) პრეზიდენტი
 - რუსუდან ციციშვილი ─ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის დეკანი
 
მოხსენებები:
- ბურჭულაძე თეა ─ ზოგი სიტყვის სტილისტური გამოყენების თავისებურებისათვის
 - გაბესკირია ციცინო ─ საკუთარი სახელები ქართულ და ინგლისურ ფრაზეოლოგიზმებში
 - გვიანიშვილი თამარ ─ პატრიოტიზმისა და ანარქიზმის დილემური დისკურსი მიხაკო წერეთელთან („ერი და კაცობრიობა“)
 - დათაშვილი ლალი ─ ჟოზე სარამაგუს „იესოს სახარება“
 - დათუკიშვილი ქეთევან ─ ქართული ენის მოდელირებისა და მანქანური სინთეზის საკითხები
 - ვარძელაშვილი ჟანეტა ─ ენობრივი პიროვნების დისკურსული მოდუსები ინტერნეტკომუნიკაციაში
 - ვაშაკიძე თამარ ─ „ძალიან“ ზნისართის სემანტიკური შეხამებისათვის ქართულში.
 - ვახანია ნინო ─ იტალია ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში
 - თადუმაძე მაია ─ მეფისა და კათალიკოსის ურთიერთობის ისტორიიდან
 - თავდგირიძე ხათუნა ─ სვეტიცხოვლის სამხრეთი კედლის „მანდალა“
 - კვატაია მანანა ─ უცნობი დოკუმენტები საარქივო მასალებიდან
 - კუპრეიშვილი ნონა ─ შემოქმედებითი პროცესის სტრუქტურირება აკაკის „აღმართ-აღმართისა“ და გალაკტიონ ტაბიძის „მთაწმინდის მთვარის“ მიხედვით
 - კუცია ნანა, ტურავა მარინე ─ ხსოვნის კონცეპტი ესმა ონიანის პოეზიაში
 
22 ნოემბერი
14 : 00 საათი
- ლაბარტყავა მაკა ─ რამდენიმე საერთოქართველური ლექსემისათვის
 - მურღულია გია ─ წერილები „ვეფხისტყაოსანზე“
 - ნემსაძე ადა ─ ჰიპერრეალიზმი და თანამედროვე ქართული ლიტერატურა (ნაირა გელაშვილის „ჩემი ჩიტი, ჩემი თოკი, ჩემი მდინარე...“)
 - ორკოდაშვილი მარიამ ─ მოდალური ზმნები იურიდიულ კორპუსში
 - ღლონტი დოდო ─ ქრისტიანული თავმოყვარეობა და უჭკუო პატივმოყვარეობა („ვითარცა თავი თჳსი...“)
 - შენგელია ეთერ ─ სიტყვა „ყურის“ სემანტიკისათვის ქართულში
 - ჩაჩანიძე მანანა ─ შოთა ნიშნიანიძის უცნობი ბელეტრისტული პოემა „თაგვის წელიწადი“
 - ჩუხუა მერაბ ─ ქართული -მან სუფიქსის ადგილისათვის ეტიმოლოგიურ კვლევებში
 - ცხადაია ზოია ─ მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრების უცნობი ფურცლები
 - ჭუმბურიძე იოსებ ─ პორტრეტი ლირიკოსის პროზაში
 - ხელაია ნანა ─ ინფექციური სნეულებების ისტორიული ასპექტები ძველ საქართველოში
 - ჯალიაშვილი მაია _ მუსიკალური ნარატივი ქართულ მოდერნისტულ რომანში
 - ჯოხაძე გია ─ რუსული პოეტური იდეალის ქართული იმპულსები (ვაჟა-ფშაველა და მანდელშტამი)
 - ჯოხაძე მაკა ─ უკანასკნელი ლხინი (ბეჟან ბარდაველიძის პორტრეტი)
 
კონფერენცია გაიმართება დისტანციური რეჟიმით, დასწრების მსურველები შემოგვიერთდით შემდეგ ლინკზე → https://us02web.zoom.us/j/87502420637 (Meeting ID: 875 0242 0637)