პარიზის გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენცია, ჩვენი უნივერსიტეტის საერთაშორისო პროექტების ფარგლებში, კვლავ აძლევს ახალგაზრდა ლიდერებს შესაძლებლობას იმოქმედონ გამარჯვებისთვის და გახდნენ
სორბონას უნივერსიტეტის მიერ შექმნილი პლატფორმის ნაწილი, რომელიც იქნება განსაკუთრებული შესაძლებლობა ქართველი სტუდენტებისთვის ჩაერთონ გაეროს მოდელირების ევროპულ ფორმატში და ეზიარონ “ფრანგულ დიპლომატიას”.
მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ შენ გეძებთ:
- ვისაც გაქვს ხედვა და მოტივაცია შეცვალო მომავალი უკეთესობისკენ;
- ვისაც გაქვს სათქმელი და მზად ხარ იკამათო, იდისკუსიო 300-ზე მეტ ახალგაზრდა ლიდერთან მთელი მსოფლიოდან.
კონფერენციის ფორმატი გულისხმობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოდელირებას, მნიშვნელოვან გლობალურ გამოწვევებისა და თემატიკების განხილვას, მათ შორის:
- საკომიტეტო სამუშაოებს სხვადასხვა თემაზე 3 დღის განმავლობაში;
- რეზოლუციების შემუშავებას და წარდგენას გენერალურ ასამბლეაზე;
- ასევე წინამოსამზადებელ ვორქშოფებს გაეროს მოდელირების პროცედურების, საჯარო გამოსვლების, დებატებისა და მოლაპარაკებების თემებზე.
კონფერენციის ფარგლებში ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება:
- ჩაერთონ ცოცხალი დიპლომატიური და პოლიტიკური პროცესების მოდელირებაში;
- მიიღონ ცოდნა და გამოცდილება დიპლომატიის პრაქტიკული განზომილების შესახებ;
- მოირგონ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლის როლი და ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს.
მხოლოდ GAU-ს სტუდენტებისთვის, მოქმედებს სპეციალური პირობები. ყველა სხვა სტუდენტისთვის პროგრამის ღირებულება შეადგენს 1350 ევროს (GAU-ს სტუდენტებისთვის 1100 ევროს).
ღირებულება მოიცავს სრულ პაკეტს პროექტის ფარგლებში, გარდა ავია ბილეთისა:
- პროგრამის აკადემიურ ნაწილს და ყველა საჭირო ტექნიკურ მატერიალს;
- ცხოვრებას სასტუმროში 5 ღამის/6 დღე განმავლობაში;
- წინამოსამზადებელ ვორქშოპებს საქართველოში;
- ხელმძღვანელების თანხლებას კონფერენციის ფარგლებში;
- აეროპორტის ტრანსფერს;
- ინგლისურენოვან სერტიფიკატს;
- თანხა არ ფარავს ავია-ბილეთის საფასურს;
GAUელების შერჩევა მოხდება სკოლის დეკანების მიერ.
- რეგისტრაცია მხოლოდ GAU-ს სტუდენტებისთვის: https://shorturl.at/TMeGx
ყველა სხვა უნივერსიტეტის სტუდენტი პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად გაივლის სპეციალურ შესარჩევ პროცედურებს.
- რეგისტრაცია სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის: https://shorturl.at/bLSjM
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდი: 577592092, 598721171