სიახლეები და ღონისძიებები

ციფრული ფოტოგრაფიის სასერტიფიკატო კურსის მე-8 გამოშვება

ციფრული ფოტოგრაფიის სასერტიფიკატო კურსის მე-8 გამოშვება

ოთხშაბათი, 25 მარტი, 2026

აჩვენე კალენდარზე

24 მარტს (2026) ციფრული ფოტოგრაფიის ზამთრის სასერტიფიკატო კურსზე სტუდენტებმა სწავლა დაასრულეს. დიპლომების გადაცემის მხიარულ და ემოციურ ცერემონიალს გაუს პრეზიდენტი მაიკლ ქაუგილი, უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა ნიშნიანიძე და კურსის ლექტორი გოგა ჩანადირი ესწრებოდნენ.

კურსის სტუდენტებმა მიიღეს ცოდნა ფოტოგრაფიის სრულ პროცესზე - ტექნიკურ და მხატვრულ ასპექტებზე. შეისწავლეს ფოტო-სიუჟეტის გააზრება, მხატვრული, სტუდიური და სარეკლამო ფოტოების გადაღება, ექსპოზიციის მოწყობა, დიაფრაგმის შერჩევა და ფოტოების ციფრული დამუშავება.

ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულებას და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას ვუსურვებთ!

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა