არ გადადო შემდეგ ორშაბათამდე, რადგან ეს სწორედ ის ორშაბათია, როცა შენი ცხოვრების წესი უფრო უნდა გააჯანსაღო.
სნეპ ფიტნესი არის ამერიკული ბრენდი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით, საუკეთესო იტალიური ბრენდის ტრენაჟორებით, 1400-ზე მეტ დარბაზს ფლობს და აქტიურად ამკვიდრებს ჯანსაღი ცხოვრების წესს.
სნეპ ფიტნესის კვალიფიციურმა ტრენერმა და მოწვეულმა სპიკერმა, მერაბ დუკაშვილმა, GAUელებისთვის, ისაუბრა სწორი კვებისა და ვარჯიშის მნიშვნელობაზე და იმ გავლენებზე, რომელიც მოქმედებს ჩვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე.