ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და კანტის აკადემიის უწყვეტი პარტნიორობის ფარგლებში ჩატარებული პირველი გაერთიანებული სამიტი ხედვების ევოლუციასა და ლიდერშიფის ახალ ერას მიეძღვნა. (6-7-8.03.26)
UN, NATO და EU-ს მოდელირებაში წელს გამორჩეულად საინტერესო 100-მდე დელეგატი იღებდა მონაწილეობას.
ღონისძიების გახსნით ნაწილში მოწვეულ სტუმრებსა და დელეგატებს სიტყვით მიმართა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, რ.მაიკლ ქაუგილმა
და ღონისძიების მოწვეულმა სპიკერებმა:
- ნიდერლანდების ელჩის მოადგილემ - მორის პაულუსენმა და UNICEF-ის სოციალური პოლიტიკის ოფიცერმა - ნინო დავითაშვილმა.
მადლობა ჩვენს პარტნიორ, კანტის აკადემია • Kant's Academy -სა და ყველა ღონისძიების მხარდამჭერს.