კონსტიტუციონალიზმის და დემოკრატიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

კვლევა

კონსტიტუციონალიზმის და დემოკრატიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

კონსტიტუციონალიზმის და დემოკრატიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (ინსტიტუტი) არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის სტრუქტურაში შემავალი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული.

ცენტრის მიზანი და საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია კონსტიტუციონალიზმის და კონსტიტუციური სამართლის მეცნიერების განვითარებისათვის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელება; ასევე, თანამედროვე კონსტიტუციონალიზმის და კონსტიტუციური სამართლის აქტუალური საკითხების კვლევა.

კონსტიტუციონალიზმისა და დემოკრატიის კვლევითი ცენტრი არის ექსკლუზიური პარტნიორი და ESS კვლევების განმახორციელებელი საქართველოში. ევროპული სოციალური კვლევა (ESS) წარმოადგენს როგორც მეთოდოლოგიურად, ასევე თეორიულად ყველაზე სიღრმისეულ საერთაშორისო შედარებითი კვლევის პლატფორმას, რომელიც ხორციელდება ევროპის კვლევის ინფრასტრუქტურის კონსორციუმის (ERIC) ქოლგის ქვეშ. ევროკავშირის (ევროპული კომისიისა და ევროპარლამენტის) მიერ ESS აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ძირითადი მონაცემთა წყარო, რომელიც შესაძლებლობას იძლევა გაზომოს და შეიმეცნოს ევროპულ საზოგადოებებში გრძელვადიანი სტრუქტურული ცვლილებები, ასევე, ღირებულებათა ცვლა და მოქალაქეთა კულტურული მოდელები თუ პრაქტიკები. ევროკომისია რეგულარულად იყენებს მის მიერ ჩატარებულ კვლევის მონაცემებს ევროპაში სოციალური ფენომენების დაკვირვებისა და პრაქტიკული პოლიტიკების შემუშავების მიზნით, შესაბამისად აღნიშნული კვლევები საქართველოში განხორციელდება კონსტიტუციონალიზმისა და დემოკრატიის კვლევითი ცენტრის მიერ.

კვლევითი ცენტრის ფარგლებში განხორციელებული პროექტების მკვლევარები არიან როგორც გამოცდილი მეცნიერები, ასევე ახალგაზრდა მკვლევარები. ასევე, ცენტრის  ბაზაზე, ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელთა ხელმძღვანელობით, პრაქტიკას გადიან სკოლის სტუდენტები.

სხვადასხვა აქტივობასთან ერთად, ცენტრი პერიოდულად ატარებს საერთაშორისო კონფერენციებს.


გაეცანით კონსტიტუციონალიზმის და დემოკრატიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულებას.


ზაზა რუხაძე

ზაზა რუხაძე

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, პროფესორი

zrukhadze@gau.edu.ge

ზაზა რუხაძე არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი, ვიცე-პრეზიდენტი სასწავლო-სამეცნიერო და ხარისხის უზრუნველყოფის დარგში და სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის დე...

ზაზა რუხაძე არის ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი, ვიცე-პრეზიდენტი სასწავლო-სამეცნიერო და ხარისხის უზრუნველყოფის დარგში და სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის დეკანი. მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მინიჭებული აქვს სამართალმცოდნის კვალიფიკაცია. დაამთავრა თსუ ასპირანტურა. არის სამართლის დოქტორი. მისი სამეცნიერო კვლევის ობიექტია სახელმწიფო და სამართალი.

ზაზა რუხაძის სამუშაო გამოცდილება მრავალფეროვანია, ის იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, რეგიონების განვითარების დირექტორი. მუშაობდა სახელმწიფო მმართველობის სისტემაში სხადასხვა თანამდებობაზე. 2009-2010 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პრეზიდენტის ჯგუფის ხელმძღვანელი, 2013 წელს საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. იყო საერთაშორისო საგანმანათლებლო ფონდის გამგეობის წევრი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის განათლების საბჭოს წევრი. მისი საქმიანი გამოცდილება ასევე მოიცავს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა მაგალითად: სისხლის სამართლის პოლიტიკის განვითარების სამთავრობო კომისიის წევრობა; პროფესიული სტანდარტების დადგენის კომისიის წევრობა; მმართველობის რეფორმის კომისიის წევრობა; მონაწილეობა სხვადასხავა სამთავრობო პროექტებში. სამგზის აკრედიტაციის ეროვნული საბჭოს წევრი. აკრედიტაციის ექსპერტი.

საჯარო გამოცდილება: ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ კომისიის წევრი (OSGF); ადამიანის უფლებების საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების ექსპერტი; 2002 - ექსპერტი, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 და მე-10 მუხლები.

სასწავლო სამეცნიერო საქმიანობა: 1996 - საკონსტიტუციო სამართალი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, ბუდაპეშტი (უნგრეთი); 2000 - შედარებითი საკონსტიტუციო სამართალი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, ბუდაპეშტი (უნგრეთი); 2001 - პრაქტიკული სამართლის მენეჯმენტი, საერთაშორისო სემინარი; 2002 - იურიდიული კლინიკა, ABA-ს სემინარი, სომხეთი; ABA და GTZ  საქართველოში იურიდიული განათლების პროცესის განვითარების კვლევითი გრანტი.

ზაზა რუხაძე არის მრავალი მონოგრაფიის,  სახელმძღვანელოს და სამეცნიერო სტატიის ავტორი. ასევე რამოდენიმე სამეცნიერო ჟურნალის ხელმძღვანელი და რეცენზენტი.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა