შემუშავებული სახელმძღვანელოები, სამეცნიერო შრომების კრებულები და საკონფერენციო მასალები

კვლევა

შემუშავებული სახელმძღვანელოები, სამეცნიერო შრომების კრებულები და საკონფერენციო მასალები

2020 წლის დეკემბერი

ინტერკულტურული დიალოგის ფორუმის მიერ როზა ლუქსემბურგის ფონდის მხარდაჭერითა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლასთან თანამშრომლობით გამოიცა ახალი კვლევითი პუბლიკაცია: ჭიათურა და ტყიბული: კრიტიკული გააზრების მცდელობა.

კვლევითი პუბლიკაცია შედგება სამი ნარკვევისგან, რომელთა ავტორები არიან ქართულ-ამერიკული უნივერისტეტის პროფესორ-მასწავლებლები: ბაქარ ბერეკაშვილი უტა ბიწაძე და იულია ორეშნა. პუბლიკაციაში, ასევე, პოსტსკრიპტუმის სახით შესულია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის მაგისტრანტის ნიკო სუხიაშვილის მცირე რეფლექსია.

პუბლიკაცია მომზადდა ჭიათურასა და ტყიბულში სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიციის შედეგად.

საველე კვლევა 2020 წლის ზაფხულში ჩატარდა და მიზნად ისახავდა ტყიბულისა და ჭიათურის საბ­ჭოთა და პოსტსაბჭოთა გამოცდილების შესწავლას. მნიშ­ვნელოვანი აქცენტი კეთდებოდა ქალაქის მკვიდრთა ცხოვრების ისტო­რიების მოსმენასა და დღევანდელი სოციალური განცდების შესწავლაზე. ასევე, კვლევის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენდა ქალაქის მეხსი­ერებისა და ახლანდელი ურბანული ლანდშაფტის, ქალაქის გარემოსა და კეთილდღეობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის შესწავლა და ანალიზი.

საველე კვლევა მოიცავდა 40-ზე მეტ ჩაღრმავებულ ინტერვიუსა და გასაუბრებას ორივე ქალაქის მაცხოვრებლებთან, ასევე დაკვირვე­ბას ქალაქზე, მის სოციალურ კლიმატსა და ცხოვრების რიტმზე. შედეგად, მივიღეთ, კვლევითი პუბლიკაცია, როგორც მცდელობა ჩვენი პოსტსაბჭოთა ყოფიერების კრიტიკული გააზრებისა.

პუბლიკაციის ბეჭვდითი ვერსია ხელმისაწვდომია ქართულ-ამერიკულ უნივერისტეტში. ხოლო პუბლიკაციის ელექტრონული ვერსია კი ხელმისაწვდომია ბაქარ ბერეკაშვილის researchgate-ის პროფილზე.


2019 წლის 16 ოქტომბერს, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში გაიმართა სტატიების კრებულის წარდგენა სახელწოდებით - „თბილისის გარეუბნები და პოსტსაბჭოთა ქალაქის უთანასწორობა“.

აღნიშნული კრებული მკითხველს სთავაზობს პოსტსაბჭოთა ქალაქის ნეოლიბერალური ტრანზიციის თანმდევი პრობლემების ინტელექტუალურ გაანალიზებას. ამასთანავე, პუბლიკაცია წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან, დასკვნით კომპონენტს პროექტისა „თბილისის გარეუბნები და პოსტსაბჭოთა ქალაქის უთანასწორობა“, რომელიც განახორციელა ინტერკულტურული დიალოგისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფორუმმა როზა ლუქსემბურგის ფონდის მხარდაჭერით.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სტატიების კრებულის პრეზენტაცია და დისკუსია.

ღონისძიება გახსნა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა და სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის დეკანმა პროფ. ზაზა რუხაძემ. ღონისძიებას მოდერაციას უკეთებდა ბაქარ ბერეკაშვილი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებისა და სოციოლოგიის პროფესორი.

  • უცხოელი მკვლევარების ვიზიტი გაუში - 2019 წლის იანვარი

2019 წლის 15 იანვარს, ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტის სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლამ უმასპინძლა მრგვალ მაგიდა-დისკუსიას, რომელიც მიეძღვნა ჟურნალ კავკასიის გამოცემა: კონფლიქტის ტრანსფორმაციის ჟურნალი (ჟურნალს გამოსცემს ორგანიზაცია IMAGINE - კონფლიქტის ტრანსფორმაციის ცენტრი), 2018 წლის მეორე გამოცემის თემას „პოლიტიკური გარდაქმნები და კონფლიქტები სამხრეთ კავკასიაში“. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის დეკანმა პროფ. ზაზა რუხაძემ, რომელმაც ისაუბრა მშვიდობისა და განვითარების მნიშვნელობაზე კავკასიის რეგიონისთვის. მრგვალი მაგიდა-დისკუსიის ფარგლებში, პუბლიკაციის ავტორებმა სხვადასხვა ქვეყნებიდან ისაუბრეს თავინთი ნაშრომების შესახებ. მათ შორის, მოხსენება გააკეთა პუბლიკაციის ერთ-ერთმა ავტორმა, ქართულ ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორმა პოლიტიკურ მეცნიერებასა და კრიტიკულ თეორიაში ბაქარ ბერეკაშვილმა, რომელმაც ისაუბრა მისი ნაშრომის შესახებ „ნაციონალიზმი და ჰეგემონია პოსტ-კომუნისტურ საქართველოში“.

მრგვალ მაგიდა-დისკუსიას ესწრებოდნენ მეცნიერები და მკვლევარები ევროკავშირისა და პოსტსაბჭოთა სივრცის სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა