სიახლეები და ღონისძიებები

16 ნოემბერი - ტოლერანტობის საერთაშორისო დღე GAU-ში

16 ნოემბერი - ტოლერანტობის საერთაშორისო დღე GAU-ში

ოთხშაბათი, 16 ნოემბერი, 2016

აჩვენე კალენდარზე

„მე არ ვეთანხმები შენს აზრს, მაგრამ მზად ვარ, მოვკვდე იმისთვის, რომ შენ მისი თავისუფლად გამოთქმის საშუალება გქონდეს.“ - ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს GAU-ში ვოლტერის ეს სიტყვები გავიხსენეთ და თავისუფლების, ევროპული ლიბერალიზმის კულტურაზე ვისაუბრეთ.

GAU-მ არასამთავრობო ორგანიზაციებთან „ყოველი მეათე ჩვენგანი“ და მოძრაობა „ინკლუზიური საზოგადოება - საქართველო“ პარტნიორობით 16 ნოემბერს (2016) მიუძღვნა აქცია: „სიტყვა, მუსიკა და ვიზუალური ხელოვნება ტოლერანტობისთვის“, რომელიც მიზნად საზოგადოების მეტ ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას ისახავდა. აქციამ გააერთიანა მწერლის, GAU-ს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ეკატერინე ტოგონიძის საჯარო ლექცია „ტოლერანტობა და ლიტერატურა“; უსინათლო მხატვრის გიორგი ქობელაშვილის პერსონალური გამოფენა და მუსიკალური ნაწილი, რომელიც ინკლუზიურმა ბენდმა EOS-მა შეასრულა.

ამ აქტივობებით ღონისძიება 13 ნოემბერს უსინათლოთა საერთაშორისო დღესაც გამოეხმაურა და სტუმრებს უსინათლო ხელოვანების გაცნობის საშუალება მისცა. GAU-ს სტუდენტებთან ერთად ღონისძიებას მოწვეული სტუმრები, მათ შორის მწერლები, რეჟისორები და სხვა ხელოვანები დაესწრნენ. საუბრისას კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ტოლერანტობა კაცობრიობის გლობალური კონსენსუსია, რომელიც ადამიანთა უფლებებისა და თანასწორობის პრინციპების გააზრებით მიიღწევა. ამ პროცესის მთავარი საფუძველი კი განათლებაა, ამიტომ სიმბოლურია, რომ ტოლერანტობის საერთაშორისო დღე უმაღლეს სასწავლებელში - ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) აღინიშნა.

საღამოს მხარდამჭერი იყო კომპანია სარაჯიშვილი, რომელიც თავისი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მუდმივად ერთვება მსგავს აქციებში. დღის ბოლოს ტოლერანტობასა და ხელოვნებაზე თავისუფალი საუბარი კონიაკის თანხლებით გაიმართა.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა