გლობალური ბიზნესისა და სოციალური პრაქტიკის მესამე კონფერენცია
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი, 2026
მკვლევრებსა და აკადემიურ საზოგადოებას გიწვევთ გლობალური ბიზნესისა და სოციალური პრაქტიკის რიგით მესამე კონფერენციაზე (The 3rd Global Business and Social Practices Conference). ღონისძიება 2027 წლის 22-24 მარტს, ჰიბრიდულ ფორმატში, გაიმართება.
კონფერენცია წარმოადგენს სამი უნივერსიტეტის ერთობლივ ინიციატივას: ალთინბაშის უნივერსიტეტი (სტამბული, თურქეთი), ვალდოსტას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჯორჯია, აშშ) და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (თბილისი, საქართველო).
მონაწილეობის მისაღებად შესაძლებელია გამოიგზავნოს აბსტრაქტები, განვრცობილი აბსტრაქტები, სრული სამეცნიერო ნაშრომები, სამუშაო ნაშრომები და ქეისების კვლევები ბიზნესთან დაკავშირებული სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის: მენეჯმენტი, მარკეტინგი, მეწარმეობა, ბუღალტრული აღრიცხვა, ფინანსები, ეკონომიკა, ბიზნესეთიკა, ბიზნესგანათლება, სოციოლოგია და პოლიტიკური მეცნიერებები. კონფერენცია განსაკუთრებით მიესალმება ისეთ სამეცნიერო ნაშრომებს, რომლებიც ახალი ბიზნესმოდელების ყველა ასპექტს ეხება.
კონფერენციის ორგანიზატორი: ალთინბაშის უნივერსიტეტი (სტამბული, თურქეთი)
მასპინძელი უნივერსიტეტი: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (თბილისი, საქართველო)
თანაორგანიზატორი: ვალდოსტას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჯორჯია, აშშ)
კონფერენციის თარიღი: 2027 წლის 22-24 მარტი
კონფერენციის ჩატარების ადგილი და ფორმატი: კონფერენცია ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში, რაც გულისხმობს როგორც ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში დასწრებულ, ისე ონლაინ მონაწილეობას.
- დასწრებული ფორმატი: 2027 წლის 22-24 მარტი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (თბილისი, საქართველო).
- ონლაინ ფორმატი: 2027 წლის 23 მარტი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
- წარმოდგენილი აბსტრაქტები და ნაშრომები გაივლის ანონიმური რეცენზირების (Blind Peer Review) პროცესს.
- კონფერენციის სამუშაო ენაა ინგლისური.
- მოხსენებით მონაწილეობის შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი ელექტრონული სერტიფიკატი და კონფერენციის მასალების ციფრული კრებული (Proceedings Book).
- თითოეულ მონაწილეს შესაძლებლობა აქვს წარადგინოს მაქსიმუმ ორი აბსტრაქტი ან სამეცნიერო ნაშრომი.
მნიშვნელოვანი თარიღები:
- ნაშრომების წარდგენის ბოლო ვადა: 2027 წლის 24 იანვარი.
- მიღების შესახებ გადაწყვეტილების შეტყობინება: 2027 წლის 8 თებერვალი.
- რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2027 წლის 1 მარტი.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ კონფერენციის ოფიციალურ ვებ-გვერდს: https://globalbusop.altinbas.edu.tr/ ან დაუკავშირდით ორგანიზატორებს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: globalbusop@altinbas.edu.tr