სიახლეები და ღონისძიებები

პირველკურსელთა გაცნობის დღე GAU-ში და საზეიმო დახვედრა

პირველკურსელთა გაცნობის დღე GAU-ში და საზეიმო დახვედრა

ოთხშაბათი, 14 სექტემბერი, 2016

აჩვენე კალენდარზე

პირველკურსელების პირველმა დღემ GAU-ში ძალიან სახალისოდ ჩაიარა - როგორი სიყვარულითაც მათთან შესახვედრად ვემზადებოდით, ზუსტად ისე!

GAU-ს ბაღში გამართულ ღონისძიებას დაგეგმილ ამბებთან ერთად არაერთი სიურპრიზი მოჰყვა.

ყველაფერი ასე დაიწყო: გადავწყვიტეთ პირველკურსელთა რეგისტრაციის დღე ფორმალურ პროცედურაზე გაცილებით სასიამოვნო ყოფილიყო, რაშიც ძალიან დაგვეხმარა GAU ბენდი. ბენდმა სასწრაფო რეპეტიციები წამოიწყო და 14 სექტემბერს მრავალფეროვანი რეპერტუარი შემოგვთავაზა.

კომპანიებმა, ნატახტარი Natakhtari, რედბული Red Bull და ფრიქსი FRIXX, გამოთქვეს სურვილი პირველკურსელთა გაცნობის დღე უფრო გემრიელი გაეხადათ და თავიანთი პროდუქციით მოგვამარაგეს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს.

ჩვენმა სტუდენტურმა ელჩებმა სულ თავიანთი ხელით მორთეს GAU-ს ბაღი და ამინდმაც ჩვენი მხარე დაიჭირა - 25 გრადუსი, მზე და ნიავი - იდეალური შუადღე...

მოკლედ საოცარი დღე გამოვიდა, GAU-ს პრეზიდენტის გამამხნევებელი მიმართვით, სამახსოვრო და სახალისო ფოტოებით/ჯიფებით, დრონის საინტერესო ზედხედით, fortune balloon-ებით, სიმბოლური საჩუქრებით...

ახალმა GAUელებიდან რამდენიმემ იმავე მომენტში გამოთქვა ბენდში გაწევრიანების სურვილი და იქვე, სპონტანურად შეასრულა რამდენიმე სიმღერა, რამაც ძალიან დადებითი მუხტი შემოიტანა.

ამ პოზიტიური ემოციებით გაემართნენ პირველკურსელები თავიანთი სკოლების აუდიტორიებში და დაესწრნენ დეკანებთან შეხვედრას, გაიარეს რეგისტრაცია და მიიღეს სუვენირები.

რაც მთავარია, ამ დღეს ყველამ ერთად კიდევ ერთხელ ვიგრძენით სიტყვები:
ჩვენ ვართ GAU!!!
We Are GAU!!!

P. S. და გთხოვთ, როცა სურათებს გააზიარებთ, სწორედ ეს ჰაშთაგი გამოიყენეთ: #WeAreGAU

P. S. სურათებზე თავის მონიშვნა არ დაგავიწყდეთ :)

იხილეთ ვიდეო ბმულზე


სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა