სიახლეები და ღონისძიებები

"როგორ შევქმნათ რეზიუმე და როგორ გავიაროთ ეფექტური გასაუბრება?!"

"როგორ შევქმნათ რეზიუმე და როგორ გავიაროთ ეფექტური გასაუბრება?!"

ოთხშაბათი, 15 მაისი, 2019

აჩვენე კალენდარზე

15 მაისს (2019), ტრენერთა ასოციაციის პრეზიდენტმა თამარ კანაშვილმა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) სტუდენტებისთვის ინტერაქციული შეხვედრა გამართა თემაზე - "როგორ შევქმნათ რეზიუმე და როგორ გავიაროთ ეფექტური გასაუბრება?!" აღნიშნულ ინტერაქციულ შეხვედრა-სემინარზე განხილული იყო  გასაუბრების და რეზიუმეს რამოდენიმე ტიპი და ასევე, ის საჭირო თვისებები, რომელიც დაეხმარებათ სტუდენტებს წარმატებით დასაქმებაში.

ინტერაქციულ ფორმატში განხილული იყო შემდეგი თემები:

  1. რა კრიტერიუმები უნდა დავიცვათ პერსონალური რეზიუმეს (CV) შექმნისას; 
  2. როგორი უნდა იყოს წარმატებული ინტერვიუ და ზოგადად წარმატებული გასაუბრება;
  3. თვისებები, რომელიც დაგეხმარებათ წარმატებით დასაქმებაში;
  4. მოტივაციის ძალა; 

შეხვდრამ წარმატებით ჩაიარა, სტუდენტებმა მიიღეს ღირებული რჩევები და გამოცდილება მოწვეული სპიკერისგან.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა