სიახლეები და ღონისძიებები

ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი

ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი

პარასკევი, 05 ივლისი, 2019

აჩვენე კალენდარზე

5 ივლისს (2019) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, დასაქმების პროგრამების დეპარტამენტმა ახალგაზრდებისთვის ერთ დღიანი დასაქმების ფორუმი ჩაატარა.

ფესტივალის მონაწილეებს 60-მდე კომპანიამ 1000-ზე მეტი ვაკანსია შესთავაზა. სამუშაო ადგილები წარმოდგენილი იყო სადაზღვევო, საბანკო, სამომხმარებლო-სავაჭრო, სააფთიაქო, ენერგეტიკისა და რკინიგზის სფეროებიდან.

ფორუმის მიზანი ახალგაზრდებისა და დამსაქმებლების დაკავშირება, დასაქმებისა და სტაჟირების ხელშეწყობა იყო. დასაქმების ფორუმი ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს იპოვონ მათთვის სასურველი სამსახური, ხოლო დამსაქმებლებს - მოიძიონ სასურველი ახალგაზრდა კაპიტალი.  

ფორუმში მონაწილეობას იღებდნენ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტები.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა