სიახლეები და ღონისძიებები

GAU მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალზე - 2019

GAU მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალზე - 2019

სამშაბათი, 24 სექტემბერი, 2019

აჩვენე კალენდარზე


ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა (GAU) წელსაც, ტრადიციულად, მონაწილეობა მიიღო თბილისის მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალში.

24-25 სექტემბერს (2019) GAU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის ორგანიზებით გაიმართა ორდღიანი კონფერენცია "ენა და კულტურა", რომელიც მიეძღვნა პოეტ-აკადემიკოს მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილეს.

25-26 სექტემბერს (2019) GAU-ს ბიზნესის სკოლაში გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით "შემთხვევითი პროცესებისა და მათემატიკური სტატისტიკის გამოყენებანი ფინანსურ ეკონომიკასა და სოციალურ მეცნიერებებში IV".

30 სექტემბერს (2019) GAU-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის და ამავე სკოლის დეკანის, პროფესორი ზაზა რუხაძის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით "დემოკრატია და საზოგადოება კრიზისის ეპოქაში - ახალი დემოკრატიის გამოწვევები".


სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა