სიახლეები და ღონისძიებები

GAU-ს მოდელირებული ლექციები სკოლის მოსწავლეებისთვის

GAU-ს მოდელირებული ლექციები სკოლის მოსწავლეებისთვის

შაბათი, 30 ნოემბერი, 2019

აჩვენე კალენდარზე

30 ნოემბერს (2019) GAU-ში გაიმართა მოდელირებული ლექციები. ეს გახლავთ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროექტი, რომელიც ხორციელდება სკოლის მოსწავლეებისთვის. პროექტი მოიცავს რამდენიმე საკვანძო ასპექტს, რომელიც დაეხმარება GAU-ს მეგობარი სკოლების მოსწავლეებს გაიგონ მეტი სასურველი პროფესიის შესახებ.  

პროექტის ფარგლებში მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ აერჩიათ მათთვის სასურველი ლექცია. ლექციის პროცესში ისინი შეხვდნენ ფაკულტეტის ლექტორებს, ჩაერთნენ საინტერესო დისკუსიაში და რაც მთავარია, ერთი დღით გახდნენ GAUელები.

ბიზნესის სკოლით დაინტერესებულ მოსწავლეებს ლექცია ჩაუტარეს მოწვეულმა ლექტორებმა გიორგი ჩინჩალაძემ და მარიამ ბერაძემ. ლექციაზე განიხილეს ბიზნესის მიმართულებები, მათი რეალურ ცხოვრებაში გამოყენების გზები, სხვადასხვა ხრიკი, Case-ები და სახალისო ამოცანები ფინანსებიდან, მენეჯმენტიდან და მარკეტინგიდან. 


სამართლის, სოც. მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლით დაინტერესებულ მოსწავლეებს სამართლისა და პოლიტიკის საფუძვლების შესახებ ლექცია წაუკითხა ამავე სკოლის დეკანმა და პროფესორმა, ზაზა რუხაძემ. საუბრის ძირითადი თემები იყო სამართლებრივი და სახელმწიფოებრივი პროცესების არსობრივი ასპექტები, საერთაშორისო კავშირები და დიპლომატია, სახელმწიფო მართვა.


ლექცია სახელწოდებით "მობილური აპლიკაციის შექმნა" ჩაატარა ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის დეკანმა კონსტანტინე კულიჯანოვმა.  მან მიმოიხილა ინფორმაციული ტექნოლოგიების ბაზარი და მობილური აპლიკაციის დეველოპმენტი.


ლექცია სახელწოდებით "Language as a unique human faculty" ჩაატარა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის ასოცირებულმა პროფესორმა მარიამ ორკოდაშვილმა.


ლექციები, რომელსაც ჩვენი სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ, ინტრეაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა. სკოლის მოსწავლეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს შეკითხვებზე. ჩვენმა სტუდენტებმა მათ GAUზიარეს პირადი გამოცდილება.

GAU წარმატებას უსურვებს თითოეულ მათგანს!

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა