სიახლეები და ღონისძიებები

GAU-ს საახალწლო ღონისძიება

GAU-ს საახალწლო ღონისძიება

სამშაბათი, 24 დეკემბერი, 2019

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი ყოველ წელს GAUელებთან ერთად აღნიშნავს ახალი წლის დადგომას. 24 დეკემბერს 2019 წელი ერთად გვაცილეთ. ძალიან ლამაზი საღამო გამოგვივიდა, ღონისძიება დატვირთული იყო სასიამოვნო სიურპრიზებითა და სანახაობებით.

ღონისძიება LookOut  ბენდმა გახსნა, წელს პირველად წარსდგნენ GAUელების წინაშე და სტუმრებს დაუვიწყარი საღამო აჩუქეს! - მადლობა მათ, ლუკა გოგიაშვილი, დაჩი ესაკია, ლუკა გოგიბერიძე, ოთო ქათამაძე.

შემდეგ კი შემოგვიერთდა Moku Moku. ჩვენი სტუდენტების ერთ-ერთი საყვარელი ჯგუფი. საღამო კი დაასრულა მოწვეულმა დიჯეიმ - DJ M0narch.  

GAU წელსაც GAUელების Secret Santa იყო, საახალწლო სიმბოლური საჩუქრები სხვადასხვა ადგილზე იყო დამალული და იღბლიანი მპოვნელი გახდებოდა ამ საჩუქრის მფლობელი.

მადლობა PR კლუბის წევრებს, ღონისძიების დაგეგმვასა და განხორციელებაში აქტიურად ჩართულობისთის.

დიდი მადლობა Moku Moku-ს და DJ M0narch-ს ღონისძიების გალამაზებისა და გამრავალფეროვნებისთვის.

განსაკუთრებული მადლობა დარაბას  მასპინძლობისთვის და საორგანიზაციო საკითხებში დახმარებისთვის.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა