სიახლეები და ღონისძიებები

თინა ხიდაშელი GAU-ში - საგარეო და საშინაო პოლიტიკის გამოწვევები

თინა ხიდაშელი GAU-ში - საგარეო და საშინაო პოლიტიკის გამოწვევები

სამშაბათი, 28 აპრილი, 2015

აჩვენე კალენდარზე

28 აპრილს (2015), GAU-ს საჯარო ლექციების ციკლის სტუმარი „GAU-ღე კარი გამოწვევებს'' დეპუტატი თინა ხიდაშელი იყო. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად გამოწვევებზე ისაუბრა.

მომხსენებელი სტუდენტებს GAU-ს სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის დეკანმა, ზაზა რუხაძემ წარუდგინა, რომელიც თინა ხიდაშელთან წლების განმავლობაში თანამშრომლობდა. დეპუტატმა სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ ევროპასთან ინტეგრაცია ის პროცესია, რომელიც მოქალაქეებმა ყოველდღიურობაში უნდა შეიგრძნონ და ეს მათ ცხოვრებაზე რეალურად უნდა აისახოს. მან ამ გზაზე არსებულ ბარიერებსა და გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება. სტუმრის თქმით, თავისუფალი სამყაროს საზღვრები უნდა გაფართოვდეს, რადგან უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის პასუხი სწორედ თავისუფლებაშია.

ბოლოს თინა ხიდაშელმა სტუდენტმები ღია კარის დღეზე მიიწვია, სადაც იმ ახალგზრდებს შეარჩევენ, რომელთანაც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი მომავალში ითანამშორმლებს და საკანონმდებლო შემქნაში ჩართავს.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა