სიახლეები და ღონისძიებები

შეხვედრა ახალგაზრდა მწერალთან, იაგო თვალაბეიშვილთან

შეხვედრა ახალგაზრდა მწერალთან, იაგო თვალაბეიშვილთან

ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2019

აჩვენე კალენდარზე

4 დეკემბერს, (2019) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის ინიციატივით GAU-ში გაიმართა შეხვედრა ახალგაზრდა მწერალთან, იაგო თვალაბეიშვილთან. მისმა წიგნმა "ტრანსმუტაცია" გაიმარჯვა ლიტერატურულ პრემია "ლიტერაში", ნომინაციაში "2018 წლის საუკეთესო ლიტერატურილი დებიუტი".


შეხვედრის მთავარი თემა - "შოთა, აკაკი, ილია, ვაჟა და, რა თქმა უნდა ...", სადაც ილუსტრირებული, გრაფიკული სიუჟეტების თანხლებით განიხილეს ქართული ლიტერატურის დიდი კლასიკოსები.

"ქართული ლიტერატურის კლასიკოსებზე ძალიან ბევრი რამ თქმულა. მათ შესახებ რას არ ჰყვებიან. გვიყვებიან ხან დასაჯერებელ, ხან ძალიან დაუჯერებელ ამბებს და ამათგან ზოგი მოგვწონს, ზოგი კი არ მოგვწონს. ასეა თუ ისე, აქ უჩვეულო არაფერია, არც ცუდია რამე. პირიქით, კლასიკოსებზე საუბარი არასდროს არ უნდა შეწყდეს. არც ისაა ცუდი, თუკი კარგთან ერთად, შიგადაშიგ აუგსაც იტყვიან, წაეთამაშებიან, კბილს გაკრავენ ან გაეხუმრებიან და ასე შემდეგ, რადგან მხოლოდ კარგის თქმა, საბოლოო ჯამში, ქანდაკებად აქცევს მათ და სიცოცხლისუნარიანობას მოუსპობს".

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა