სიახლეები და ღონისძიებები

სტუდენტური სერვისები

სტუდენტური სერვისები

ოთხშაბათი, 27 ნოემბერი, 2019

აჩვენე კალენდარზე

27 ნოემბერს (2019) ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) გაიმართა ძალიან მნიშვნელოვანი გაცნობითი შეხვედრა GAU-ს გუნდის სამ წევრთან.

GAU-ში არსებობს ომბუდსმენის ინსტიტუტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გია ჩქოფოია, სტუდენტური ომბუდსმენი პირადად შეხვდა სტუდენტებს და გააცნო ომბუდსმენის ინსტიტუტის არსებობის მიზეზები და მიზნები. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, თამარ მეჭურჭლიშვილმა ისაუბრა გაცვლითი პროგრამების შესახებ, რომელში მონაწილეობის საშუალებაც ჩვენს სტუდენტებს აქვთ. ანი გოგიჩაიშვილმა, კარიერის ცენტრის ხელმძღვანელმა ისაუბრა კარიერაზე, სტუდენტების დასაქმებასა და სამომავლო დასაქმების პერსპექტივების შესახებ, ასევე გასცა რეკომენდაციები რეზიუმეს მომზადებასთან დაკავშირებით.

შეხვედრა ინტერაქციუ რეჟიმში მიმდინარეობდა, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დარბაზშივე/შეხვედრაზევე დაესვათ კითხვები და მიეღოთ ამომწურავი პასუხები. 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა