25 მაისს (2019), ტელე-ჟურნალისტიკის განახლებული სასერტიფიკატო კურსის პირველი გამოსაშვები საღამო გაიმართა.
	
	
ფინალურ ეტაპზე სტუდენტებმა წარმოადგინეს საბოლოო პროექტები, რაც გულისხმობდა  იმიტირებული თოქშოუს წარმართვას ორ წინასწარ-შერჩეულ აქტუალურ თემაზე. იმიტირებული გადაცემის მსვლელობა და სტუდენტების პროფესიული უნარები ჟიურიმ შეაფასა.  
	
	
დიპლომების გადაცემის ტრადიციულ და სახალისო ცერემონიალს GAU-ს პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგილი,  კურსის ხელმძღვანელი ირინა ტორონჯაძე და ლექტორები, ნინო შუბლაძე, მაკა რაზმაძე და გიორგი გასვიანი, ესწრებოდნენ.  
	
	
პირველი ნაკადის შვიდი საუკეთესო კურსდამთავრებული გაივლის 1-თვიან სტაჟირებას ტელეკომპანია "იმედში"!
	
	
GAU TV ჟურნალისტიკის კურსდამთავრებულებს წარმატებას უსურვებს!