სიახლეები და ღონისძიებები

ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირის ფინალი

ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირის ფინალი

კვირა, 12 მაისი, 2019

აჩვენე კალენდარზე


12 მაისს (2019) ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირის ფინალი გაიმართა. ტურნირი GAU-სა და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის #42 საჯარო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა.

ტურნირი, რომელიც ახალგაზრდებში მეცნიერებისადმი ინტერესის წახალისებას ემსახურება და პოპულარული ფორმატია მსოფლიოში, საქართველოშისკოლებს შორის პირველად ჩატარდა და მასში 7 გუნდი იღებდა მონაწილეობას თბილისის სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლიდან.

ორი ჯგუფური ეტაპის შეჯამებით დამოუკიდებელმა ჟიურიმ გამოავლინა ტურნირის სამი ფინალისტი:

1. ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის #42 სკოლა - 84.50 ქულა
2. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის #199 სკოლა - 83.33 ქულა
3. ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - 82.33 ქულა


ჟიურის გადაწყვეტილებით, ახალგზარდა ნატურალისტთა ტურნირის გამარჯვებული გახდა კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის #199-ე სკოლის გუნდი. დაძაბული ფინალის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, სადაც აუდიტორიას სიტყვით მიმართეს GAU-ს პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა, ტურნირის ორგანიზატორებმა და ჟიურის წევრებმა. მათ ხაზი გაუსვეს ამ პროექტის მნიშვნელობას და წარმატება უსურვეს თითოეულ მონაწილეს.

გამარჯვებულ გუნდს მენტორთან ერთად GAU-სგან საჩუქრად გადაეცა 2-დღიანი საგზური კახეთში, სასტუმროში "როიალ ბატონი", ხოლო კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.

GAU წარმატებას უსურვებს ახალგზარდა ნატურალისტთა ტურნირის თითოეულ მონაწილეს!


სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა