სიახლეები და ღონისძიებები

Screenplay - სცენარისტთა სკოლის მე-2 ნაკადის გამოშვება

Screenplay - სცენარისტთა სკოლის მე-2 ნაკადის გამოშვება

პარასკევი, 29 დეკემბერი, 2023

აჩვენე კალენდარზე

სცენარისტთა სკოლის მე-2 ნაკადის გამოსაშვები და სტუდენტების გადაწყვეტილება ტრანსფორმაციული მოგზაურობისკენ 

სცენარისტთა სკოლა - სქრინფლეის სასერტიფიკატო კურსის მე-2 ნაკადის გამოსაშვები საღამო 27 დეკემბერს (2023) გაიმართა.

კურსდამთავრებულებს გადაეცათ სასერტიფიკატო დიპლომები, ხოლო კურსის სამი საუკეთესო სტუდენტი სარეკომენდაციო წერილითაც დაჯილდოვდა.

დიპლომების გადაცემის ცერემონიალს კურსის ლექტორები, უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა ნიშნიანიძე და სკოლის თანაპარტნიორები - გოჩა კორხელაური, სოსო გალუმაშვილი და კახა მაღრაძე ესწრებოდნენ.

სქრინფლეი - სცენარისტთა პირველი სკოლაა საქართველოში, რომელიც საშუალებას აძლევს ყველა ადამიანს, რომელსაც სურს საკუთარი იდეა ფართო აუდიტორიამდე მიიტანოს ფილმის, სერიალის, ვიდეორგოლის, წიგნისა თუ პიესის სახით, გახდნენ პროფესიონალი სცენარისტები.

„სხვა ასეთი შინაარსისა და ფორმატის კურსი არ მეგულება :) სცენარის სწავლა რომ მინდოდა, სიბნელეში ერთადერთი ნათელი წერტილი გიპოვეთ. ასევე ლექტორები, რომლებიც უსაყვარლესები არიან და მცირე დროშიც მოახერხეს საიმედო საფუძვლის ჩაყრა“ - ნინა გოგოლაძე, სქრინფლეის კურსდამთავრებული. 


მიიღე სქრინფლეიში სწავლის გადაწყვეტილება და გახსენით კარი სამყაროსკენ, სადაც თხრობა საზღვრებს სცდება და წარმოსახვას ლიმიტები არ აქვს.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა