
ძალიან მალე GAUელები მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ სამეცნიერო კვლევით ცენტრში, CERN-ში — საერთაშორისო პროექტებითა და სტაჟირების შესაძლებლობებით!
GAU-ს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის დეკანი, ნატა ბაჯიაშვილი, ტექნოლოგიურ-სამეცნიერო ვიზიტით შვეიცარიაში, ჩვენს პარტნიორ ორგანიზაცია კანტის აკადემია • Kant's Academy ერთად იმყოფებოდა.
ვიზიტის მთავარი მიზანი — GAU-ს სტუდენტებისთვის საერთაშორისო შესაძლებლობების შექმნა და თანამედროვე სამეცნიერო-ტექნოლოგიურ სივრცეებთან პირდაპირი კავშირების დამყარება იყო.
CERN-ში, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში, დეკანი შვეიცარიაში მოღვაწე ქართველ მეცნიერებს შეხვდა, მოინახულა ლაბორატორიები და ცერნის საკვანძო ექსპერიმენტები.
შეხვედრისას დაიგეგმა GAU-ს სტუდენტებისთვის სხვადასხვა ტიპის პროექტები და სამომავლო სტაჟირების შესაძლებლობები.
ასევე, სამეცნიერო ექსპედიციის ფარგლებში გაიმართა ოფიციალური შეხვედრები ჟენევის და ციურიხის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტებთან, რომლებთანაც ძალიან მალე დაიწყება უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობა.
ვიზიტის ბოლო ეტაპზე დეკანი ეწვია შვეიცარიის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ საგანმანათლებლო პლატფორმას — TECH LAB-ს,
რომელიც უკვე აქტიურად გეგმავს GAUელებისთვის საზაფხულო ბანაკებსა და სტაჟირების შესაძლებლობებს.