
GAU-ში „რა? სად? როდის?“ ფინალური ეტაპი გუდნის ,,ნევერმორი"-ს გამარჯვებით დასრულდა! 13.05.25
ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 15-მა გუნდმა მიიღო.
პირველი ეტაპი საკმაოდ დინამიკურად და მრავალფეროვნად მიმდინარეობდა — საინტერესო კითხვებით, სტრატეგიითა და გუნდური სულისკვეთებით.
ფინალურ ეტაპზე კი, 5 გუნდის ოთხსაათიანი ინტელექტუალური დაპირისპირების შემდეგ, გამოვლინდა გამარჯვებული — გუნდი “ნევერმორი”, რომელმაც წარმატებას ერთგული გუნდის, სწრაფი აზროვნებისა და გამჭრიახობის წყალობით მიაღწია.
აირჩიე GAU — აირჩიე 120!