სიახლეები და ღონისძიებები

ცხადდება გაცვლითი პროგრამა კოიმბრას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, პორტუგალიაში!

ცხადდება გაცვლითი პროგრამა კოიმბრას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, პორტუგალიაში!

ორშაბათი, 28 ნოემბერი, 2022

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერასმუს+ გაცვლით პროგრამაზე, Polytechnic Institute of Coimbra უნივერსიტეტში, პორტუგალიაში. პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებას და სწავლის ერთი სემესტრით გაგრძელებას (2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში).

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ბიზნესის ადმინისტრირების და ინფორმატიკი მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებს, ასევე მაგისტრატურის პირველი, მეორე და მესამე სემესტრის სტუდენტებს.
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ან პორტუგალიური ენების B2 დონეზე ცოდნა;
  • „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.

დაფინანსება მოიცავს:

  • უფასო სწავლა;
  • 850 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
  • მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება;
  • შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:

  • ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • ინგლისური ენის სერტიფიკატი (საერთაშორისო სერტიფიკატი, ან GAU-ში გავლილი საგნის - ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი).

შესარჩევი პროცესი:

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

  • გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის პერიოდი გახლავთ 2022 წლის გაზაფხულის სემესტრი. ხანგრძლივობა - 5 თვე.
  • კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2022 წლის 6 დეკემბრის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.
  • გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: Coimbra BA, Coimbra MA.
  • დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: anarveladze@gau.edu.ge

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა