
პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე 53-ე ნაკადმა სწავლა დაასრულა
შაბათი, 26 ივლისი, 2025
25 ივლისს (2025) პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციის გაზაფხულის სასერტიფიკატო კურსზე სტუდენტებმა საგამოცდო ნამუშევრები წარმატებით წარადგინეს და სწავლის დასრულება სერტიფიკატების მიღებით აღნიშნეს.
დიპლომების გადაცემის ცერემონიალს კურსის ლექტორები, უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა ნიშნიანიძე და პიარსკოლის თანამდამფუძნებლები სოსო გალუმაშვილი და მაიკო ძირკველიშვილი ესწრებოდნენ.
სამი თვის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან 12 საგანს. ესენია: ეფექტური კომუნიკაცია, ვიზუალური კომუნიკაცია, მარკეტინგი, ბრენდინგი, მარკეტინგული კვლევა, პერსონალური ბრენდინგი, პიარი, მედიასთან ურთიერთობა, სოციალური მედია და ედვერთაიზინგი, რეკლამა, ივენთმენეჯმენტი, BTL.
გიზიარებთ პიარსკოლელთა შეფასებებს:
“პიარსკოლაში მიღებული ცოდნა დამეხმარება არა მხოლოდ კომუნიკაციაში, არამედ სტრატეგიულ აზროვნებაში — როგორ დაგეგმო კამპანია, როგორ გაუწიო პროექტს სწორი პიარი, როგორ ააგო მესიჯი და როგორ იპოვო სწორი ტონი აუდიტორიასთან. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მომცა, იყო თვითდაჯერებულობა – ახლა ვიცი, რომ შემიძლია შევუდგე საქმეს პროფესიონალურად და პრაქტიკული გამოცდილება უკვე მაქვს.”
„პიარსკოლამ მასწავლა, როგორ შევხედო კომუნიკაციას სტრატეგიულად და კრეატიულად. ამ ცოდნას გამოვიყენებ ჩემს მცირე ბიზნესში, რომ სწორად გადავცე ჩემი ბრენდის იდეა, გავზარდო ცნობადობა და მომხმარებლებს შევთავაზო განსხვავებული გამოცდილება.“
GAU კურსის კურსდამთავრებულებს წარმატებასა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას უსურვებს!