სიახლეები და ღონისძიებები

პიარსკოლის 54-ე ნაკადის გამოსაშვები საღამო

პიარსკოლის 54-ე ნაკადის გამოსაშვები საღამო

კვირა, 21 დეკემბერი, 2025

აჩვენე კალენდარზე

19 დეკემბერს (2025) პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციის შემოდგომის სასერტიფიკატო კურსზე სტუდენტებმა საგამოცდო ნამუშევრები წარმატებით წარადგინეს და სწავლის დასრულება სერტიფიკატების მიღებით აღნიშნეს.

პროექტების წარდგენას და დიპლომების გადაცემის ცერემონიალს კურსის ლექტორები, უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა ნიშნიანიძე და პიარსკოლის თანადამფუძნებლები სოსო გალუმაშვილი და მაიკო ძირკველიშვილი ესწრებოდნენ.

„პიარსკოლაში მიღებულმა ცოდნამ მომცა პრაქტიკული უნარ-ჩვევები და დამეხმარა, რომ სწორად განვავითარო ჩემი საქმიანობის მიმართულება. ვისწავლე კამპანიების სწორად დაგეგმვა. ასევე, ამიმაღლა თვითშეფასება და მომცა მეტი თავდაჯერებულობა."- ელენე გუდაძე, პიარსკოლის კურსდამთავრებული"

ვულოცავთ მათ სწავლის დასრულებას და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალ საქმიანობაში!


სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა