მე-9 საერთაშორისო ხმელთაშუა ზღვის სამეცნიერო კვლევების კონგრესი
შაბათი, 18 აპრილი, 2026
მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასპინძლობის შემდგომ, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი 9th International Mediterranean Scientific Research Congress-ში მიიღებს მონაწილეობას, თურქეთში (Yumurtalık, Adana) | 29-30 აპრილი, 2026
აღნიშნული კონგრესი წარმოადგენს მულტიდისციპლინურ საერთაშორისო სივრცეს, რომელიც აერთიანებს მეცნიერებს, მკვლევრებსა და დოქტორანტებს სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის ინჟინერიიდან, ტექნოლოგიებიდან, კომპიუტერული მეცნიერებებიდან და სხვა სამეცნიერო მიმართულებებიდან.
კონგრესის მიზანია თანამედროვე კვლევების გაზიარება, აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავება და ინოვაციური იდეების განვითარების ხელშეწყობა საერთაშორისო დონეზე.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი წარმოადგენს კონგრესის პარტნიორ ინსტიტუციას, ხოლო GAU-ს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის წარმომადგენლები ჩართულნი არიან საორგანიზაციო და სარედაქციო საბჭოების
საქმიანობაში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნივერსიტეტის აქტიურ როლს გლობალურ აკადემიურ სივრცეში.
GAU-ს მონაწილეობა აღნიშნულ საერთაშორისო ღონისძიებაში ხაზს უსვამს უნივერსიტეტის სტრატეგიულ მიმართულებას, რაც გულისხმობს: საერთაშორისო აკადემიურ ინტეგრაციას კვლევისა და ინოვაციების მხარდაჭერას სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გლობალურ ქსელებში ჩართვას.
კონგრესი ღიაა ყველა სამეცნიერო მიმართულებისთვის და უზრუნველყოფს ნაშრომების გამოქვეყნებას საერთაშორისო საკონფერენციო კრებულში (ISBN), რაც მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას გაავრცელონ საკუთარი კვლევები ფართო საერთაშორისო აუდიტორიაში.