მე-16 სამეცნიერო კონფერენცია: From Mille Septingenti Anni to Semiquincentennial
ხუთშაბათი, 07 მაისი, 2026
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და ენისა და კოგნიტური მეცნიერებების კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით GAU-ში გაიმართა მე-16 სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: "From Mille Septingenti Anni to Semiquincentennial"
აღნიშნული კონფერენცია მიეძღვნა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს და ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის 250 წლისთავს.
კონფერენციას ხელმძღვანელობდა GAU-ს პროფესორი, მარიამ ორკოდაშვილი.