სიახლეები და ღონისძიებები

VI სამეცნიერო კონფერენცია „ენა და კულტურა“

VI სამეცნიერო კონფერენცია „ენა და კულტურა“

ოთხშაბათი, 20 ოქტომბერი, 2021

აჩვენე კალენდარზე


2016 წლიდან მოყოლებული ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია „ენა და კულტურა“. 

მიუხედავად პანდემიისა, წელსაც არ ვღალატობთ ტრადიციას და ახლა უკვე რიგით მე-6 კონფერენცია გაიმართება 23-24 ოქტომბერს დისტანციური რეჟიმით. წარმოდგენილი მოხსენებები მოიცავს ენათმეცნიერების, ლიტერატურის, მწერლის ენისა და სტილის, ლიტერატურის თეორიისა თუ ფოლკლორის სხვადასხვა საკითხს, აგრეთვე  ქართულ კულტურასთან დაკავშირებულ არაერთ სფეროს.

იხილეთ კონფერენციის პროგრამა.

 კონფერენციაზე დასწრების მსურველთათვის ვუთითებთ Zoom-ის ბმულს: https://bit.ly/3vqSjr2


სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა