სიახლეები და ღონისძიებები

ღია კარის დღე და მოდელირებული ლექციები აბიტურიენტებისთვის

ღია კარის დღე და მოდელირებული ლექციები აბიტურიენტებისთვის

ორშაბათი, 26 ოქტომბერი, 2026

აჩვენე კალენდარზე

13 ნოემბერს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) აბიტურიენტებს ღია კარის დღესა და მოდელირებულ ლექციებზე უმასპინძლებს. ღონისძიება ღია კარის დღეებისა და მოდელირებული ლექციების ახალი სერიის ფარგლებში გაიმართება და მიზნად ისახავს აბიტურიენტებისთვის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაცნობასა და პროფესიული ინტერესების განვითარებას.

ღონისძიების მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას GAU-ს საბაკალავრო პროგრამების, საერთაშორისო პროექტების, გაცვლითი პროგრამების, დასაქმების შესაძლებლობების, სტუდენტური ცხოვრებისა და სწავლების მეთოდების შესახებ. მათ ასევე ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ უნივერსიტეტის გარემოს და მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

ღია კარის დღის ფარგლებში გაიმართება ორი მოდელირებული ლექცია, რომლებიც ლიდერობის, ბიზნესაზროვნების, მენეჯმენტისა და სამეწარმეო უნარების განვითარებას დაეთმობა. მონაწილეები გაეცნობიან თანამედროვე ბიზნესგარემოს, მარკეტინგისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) როლს, ასევე მიიღებენ ცოდნას, რომელიც მათ საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენასა და სამომავლო კარიერული მიმართულების განსაზღვრაში დაეხმარება.

ღონისძიების პროგრამა:

  • 15:00 – უნივერსიტეტის პრეზენტაცია და კითხვა-პასუხის სესია (Q&A);

  • 16:00 – პირველი ლექცია: „Business Leadership & Mindset“ (ქართულ ენაზე);

  • 16:45 – შესვენება (Coffee Break);

  • 17:00 – მეორე ლექცია: „Lead Your Life: Managerial Skills & Entrepreneurial Thinking“ (ინგლისურ ენაზე).

ლექციებს გაუძღვებიან GAU-ს ბიზნესის სკოლის ვიცე-დეკანი ნატო ტორონჯაძე და ბიზნესის სკოლის ლექტორი, პროფესორი დინა ასლამაზიშვილი.

ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს გადაეცემათ Changemakers-ის დასწრების სერტიფიკატები და უნივერსიტეტის ბრენდირებული საჩუქრები.

ღია კარის დღე ასევე შესაძლებლობას აძლევს აბიტურიენტებს, შეუერთდნენ GAU Changemakers Club-ს - მოტივირებული აბიტურიენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის შექმნილ სივრცეს, რომელიც ლიდერული უნარების განვითარებას, პიროვნულ ზრდასა და ცვლილებების განხორციელების ხელშეწყობას ემსახურება.

ღონისძიების დეტალები:

თარიღი: 13 ნოემბერი, 2026 წელი
დაწყების დრო: 15:00 საათი
მისამართი: თბილისი, მერაბ ალექსიძის ქ. №10, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU)

ღონისძიებაზე დასასწრებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა