სიახლეები და ღონისძიებები

პიარსკოლის 50-ე საიუბილეო ნაკადის გამოშვება

პიარსკოლის 50-ე საიუბილეო ნაკადის გამოშვება

სამშაბათი, 23 აპრილი, 2024

აჩვენე კალენდარზე

17 წელია პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციის კურსი ათეულობით სტუდენტის გადაწყვეტილებას პროფესიული კარიერა კომუნიკაციის სამყაროს დაუკავშირონ, რეალობად აქცევს.

19 აპრილს (2024) პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციის ზამთრის სასერტიფიკატო კურსზე სტუდენტებმა სწავლა დაასრულეს და საგამოცდო ნამუშევრები წარმატებით წარადგინეს. 20 აპრილს კი სწავლის დასრულება სერტიფიკატების მიღებით აღნიშნეს. დიპლომების გადაცემის მხიარულ და ემოციურ ცერემონიალს კურსის ლექტორები, უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა ნიშნიანიძე, GAU-ს პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგილი და პიარსკოლის თანამდამფუძნებლები სოსო გალუმაშვილი და მაიკო ძირკველიშვილი ესწრებოდნენ.


„პიარსკოლის უპირატესობა არის ის, რომ ეს არის ადგილი, სადაც ადამიანს შეუძლია შეიძინოს ცოდნა პროფესიონალი ლექტორებისგან , მეგორები და ის ურთიერთობები, რომლებიც ცხოვრების ყველა ეტაპზე გამოადგება. აქტიური სამუშაო გარემო, რაც ყველა მონაწილეს აძლევს დიდ მოტივაციას მიიღოს სრული და ამომწურავი ინფორმაცია ამ სფეროსთან დაკავშირებით.

პიარსკოლაში შევიძინე და გავიცანი ძალიან საინტერესო და კარგი ადამიანები. პიარსკოლის მენტორები, ლექტორები, სტუდენტები და ჩემი გუნდის წევრები არიან იმის ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია, რამაც მიზნამდე მიმაღწევინა. სამომავლოდ უკვე ვიცი, თუ რამდენად ბევრს ნიშნავს შრომის დაფასება.“ - ვერიკო კვირკვია, 50-ე ნაკადის კურსდამთავრებული.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა