სიახლეები და ღონისძიებები

AI Bootcamp - GAU-ს გუგლის დეველოპერების სტუდენტური კლუბი

AI Bootcamp - GAU-ს გუგლის დეველოპერების სტუდენტური კლუბი

პარასკევი, 07 მაისი, 2021

აჩვენე კალენდარზე

GAU-ს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის Google-ის დეველოპერების სტუდენტური კლუბი გთავაზობთ ძალიან საინტერესო შეხვედრების კვირეულს! 

თუ ხარ ბაკალავრის ან მაგისტრატურის სტუდენტი, გაინტერესებს ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება, შემოგვიერთდი ონლაინ AI Bootcamp-ში.

6 დღე დაეთმობა შეხვედრების სერიას, სადაც შეძლებ მიიღო მნიშვნელოვანი ინფორმაცია და პრაქტიკული გამოცდილება ხელოვნური ინტელექტის / მანქანური სწავლების შესახებ, ქართველი და უცხოელი წარმატებული სპიკერებისგან.

ბანაკი გაიმართება 19-29 მაისს:

  • 19 მაისი: Artificial Intelligence Foundations;
  • 21 მაისი: Machine Learning l;
  • 23 მაისი: Machine Learning ll;
  • 25 მაისი: Applied AI - l;
  • 27 მაისი: Hands-on AI Workshop;
  • 29 მაისი: Applied AI - ll;

სესიების დაწყების დრო: 19:00 საათი

სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური

სარეგისტრაციო ფორმა: https://cutt.ly/5bc0DO4

Bootcamp-ში მონაწილეობა თავისუფალია და მასზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია;
აპლიკანტთა რაოდენობა შეზღუდულია.

აპლიკაციები მიიღება 16 მაისის 23:59 საათამდე.

17 მაისს, შერჩეული 30 მონაწილე, სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელ.ფოსტის მისამართზე მიიღებს დეტალურ ინფორმაციას ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით.

შემოგვიერთდით! 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა