American University Kyiv - AUK

პარასკევი, 11 თებერვალი, 2022

აჩვენე კალენდარზე

2022 წლის 3 თებერვალს უკრაინაში, არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) მხარდაჭერითა და თანაინვესტირებით დაფუძნებული პირველი ამერიკული უნივერსიტეტის (American University Kyiv - AUK) წარდგენა გაიმართა.   

უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისა და დემოკრატიული პრინციპების დაცვის ბრძოლაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს აშშ-ს (კერძოდ, Arizona State University), ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და უკრაინელი პარტნიორების ერთბოლივი გადაწყვეტილება პირველი ამერიკული უნივერსიტეტის დაფუძნების თაობაზე და ამავდროულად, გამოხატავს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის უპირობო მხარდაჭერას უკრაინელი ხალხისა და მათი თავისუფლების მიმართ. 

American University Kyiv – AUK მიზნად ისახავს განათლების ახალი სტანდარტების დანერგვას უკრაინის საგანმანათლებლო სისტემაში. სტანდარტების, რომელიც ორიენტირებულია ლიდერების ფორმირებისკენ, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ უკრაინის ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდაში, სოციალური და კულტურული ტრანსოფრმაციის საკითხებში.  


„განათლება არის ეკონომიკური კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების საფუძველი. უკრაინაში ჩვენ ვქმნით ახალ უნივერსიტეტს, რომელიც უკრაინელ სტუდენტებს მისცემს წვდომას ამერიკულ საგანმანათლებლო სისტემაზე და პროფესიული წარმატების შესაძლებლობას“. 

- რიკ შანგრო, AUK-ის პრეზიდენტი

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა