ფულის გათეთრების აღკვეთის ღონისძიებების შემსწავლელი სასერტიფიკატო კურსის (AML) მე-12 ნაკადის გამოშვება
პარასკევი, 21 ნოემბერი, 2025
20 ნოემბერს (2025) ფულის გათეთრების აღკვეთის ღონისძიებების შემსწავლელი სასერტიფიკატო კურსის (AML) მე-12 ნაკადის გამოსაშვები ცერემონია გაიმართა. დიპლომების გადაცემის ცერემონიალს კურსის ლექტორები ეფემია ლორია და თამარ რატიანიძე, ასევე უწყვეტი განათლებისა და სერტიფიცირების ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა ნიშნიანიძე ესწრებოდნენ.
პროგრამა მთლიანად დამყარებულია სწავლების ინტერაქციულ მეთოდზე, მოიცავს როგორც თეორიულ მომზადებას, ასევე პრაქტიკული სავარჯიშოებს, სიმულაციებსა და დისკუსიებს.
GAU კურსის მე-12 ნაკადის კურსდამთავრებულებს წარმატებასა და მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას უსურვებს!