Ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტსა და ამსტერდამის უნივერსიტეტს შორის პარტნიორობა გრძელდება და 2026 წელს, უნივერსიტეტის 10 სტუდენტს შესაძლებლობას მისცემს საქართველოს დელეგაციის სახელით, მონაწილეობა მიიღოს გაეროს მოდელირების საეთაშორისო კონფერენციაში.
პროგრამა გაიმართება 2026 წლის 13-17 აპრილს!
ამსტერდამის გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენცია ამსტერდამის უნივერსიტეტისა და მაკიაველის ასოციაციის მიერ შექმნილი პლატფორმაა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს საერთაშორისო სტუდენტებს ჩაერთონ გაეროს მოდელირების ევროპულ ფორმატში.
ამსტერდამის უნივერსიტეტი, გაეროს მოდელირების ყოველწლიური კონფერენციით ქმნის გამორჩეულ შესაძლებლობას ახალგაზრდებისთვის მთელი მსოფლიოდან ცოდნისა და უნარების განვითარების, გლობალური ლიდერობისა და კავშირების გაღრმავებისთვის.
კონფერენციის ფარგლებში სტუდენტებს მიეცემათ საშუალება ჩაერთონ ცოცხალ დიპლომატიური და პოლიტიკური პროცესების მოდელირებაში, მიიღონ ცოდნა და გამოცდილება დიპლომატიის პრაქტიკული განზომილების შესახებ, მოირგონ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლის როლი და ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში!
GAU შეარჩევს 10 ახალგაზრდას, მათ, ვისაც პოლიტიკა, დიპლომატია, საერთაშორისო ურთიერთობები, ევროპული და საერთაშორისო ინსტიტუტები და ახალი, ევროპული კავშირების გაღრმავება აინტერესებს.
მხოლოდ GAU-ს სტუდენტებისთვის მოქმედებს სპეციალური პირობები და პროგრამის ღირებულება შეადგენს 950 ევროს, ხოლო ყველა სხვა დანარჩენი სტუდენტისათვის 1200 ევროს.
ღირებულება მოიცავს სრულ პაკეტს პროექტის ფარგლებში, გარდა ავია ბილეთისა:
- პროგრამის აკადემიურ ნაწილს და ყველა საჭირო ტექნიკურ მატერიალს;
- ცხოვრებას სასტუმროში 4 ღამის/5 დღე განმავლობაში;
- საუზმეს სასტუმროში და ხემსს კონფერენციის დღეებში.
- წინამოსამზადებელ ვორქშოპებს საქართველოში;
- აეროპორტის ტრანსფერს;
- ინგლისურენოვან სერტიფიკატს;
- თანხა არ ფარავს ავია-ბილეთის საფასურს;
რეგისტრაცია:
GAU-ს სტუდენტებმა რეგისტრაციისათვის უნდა შეავსონ საინფორმაციო ფორმა. სტუდენტების შერჩევა მოხდება სკოლების დეკანების მიერ.
- რეგისტრაცია: https://shorturl.at/iOe1L
- რეგისტრაცია სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის: https://shorturl.at/8yUE3
საკონტაქტო ინფორმაცია: 577592092, 598721171