სიახლეები და ღონისძიებები

ცხადდება გაცვლითი პროგრამა, Artvin Çoruh-ის უნივერსიტეტში, თურქეთში

ცხადდება გაცვლითი პროგრამა, Artvin Çoruh-ის უნივერსიტეტში, თურქეთში

პარასკევი, 06 მაისი, 2022

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამაზე, Artvin Çoruh უნივერსიტეტში, თურქეთში. პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებას და ორთვიანი სტაჟირების გავლას, საერთაშორისო ოფისში.


კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბიზნესის ადმინისტრირების, ინგლისური ფილოლოგიის, ქართული ფილოლოგიისა და ისტორიის საბაკალავრო პროგრამის მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე სასწავლო სემესტრის ასევე, ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის პირველი და მეორე სასწავლო სემესტრის სტუდენტებს.
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა, რაც შემოწმდება გასაუბრების შედეგად;


დაფინანსება მოიცავს მოიცავს:

  • 80ევრო  დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
  • 180 ევრო  ფრენის ხარჯების ასანაზღაურებლად;


სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:

  • ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • CV- ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);


შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი).


მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

  • მობილობის პერიოდი - 2022 წლის ივლისი-აგვისტო.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2022 წლის 22 მაისის, 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: Artvin Çoruh University- ბაკალავრი ან მაგისტრი

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: anarveladze@gau.edu.ge

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა