სიახლეები და ღონისძიებები

გაცვლითი პროგრამა პორტუგალიაში, ბეჟას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში

გაცვლითი პროგრამა პორტუგალიაში, ბეჟას პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში

ოთხშაბათი, 01 დეკემბერი, 2021

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამაზე, ბეჟას პოლიტექნიკურ ინსტიტუტი, პორტუგალია! პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებას და სწავლას ერთი სემესტრის განმავლობაში (2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში)!

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბიზნესის ადმინისტრირებისა და ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე სემესტრის სტუდენტებს. ასევე, ბიზნესის ადმინისტრირებისა და ინფორმატიკის სამაგისტრო პროგრამის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს.
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ან პორტუგალირი ენების B2 დონეზე ცოდნა, რაც შემოწმდება გასაუბრების შედეგად;
  • „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.
  • შერჩეული აპლიკანტი უნდა იყოს სრულად ვაქცინირებული. 

დაფინანსება მოიცავს მოიცავს:

  • უფასო სწავლა;
  • 850 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
  • მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება;
  • შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:

  • პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი).

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

  • 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2021 წლის 12 დეკემბრის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: ბეჟას პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, ბაკალავრი ან ბეჟას პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, მაგისტრი.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: t.mechurchlishvili@gau.edu.ge ან დარეკეთ შემდეგ ნომრებზე: +995 32 220 65 20 (317).

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა