სიახლეები და ღონისძიებები

BMB-ის სოციალური პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის

BMB-ის სოციალური პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის

პარასკევი, 14 დეკემბერი, 2018

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის(GAU) ბიზნესის ადმინისტრირების სასერტიფიკატო კურსის (BMB) სტუდენტები, GAU-ს ელჩები და ადმინისტრაციის თანამშრომლები 14 დეკემბერს (2018) ესტუმრნენ მცხეთის მუნუციპალიტეტის სოფელი ქსოვრისის საჯარო სკოლას.

შეხვედრის მთავარი თემა გახლდათ პროფესიული ორიენტაცია, კარიერის დაგეგმვა. შეხვედრის ფარგლებში GAU-ს სტუდენტებმა თავიანთი პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს მოსწავლეებს და ისაუბრეს პროფესიის არჩევასთან დაკავშირებულ გამოწვევბზე.

შეხვედრის დასასრულს მოსწავლეებს GAU-სგან საჩუქრად გადაეცათ წიგნები მხატვრულ ლიტერატურაში.

ჩვენ წარმატებას და საინტერესო პროფესიულ ცხოვრებას ვუსურვებთ სოფელი ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს. 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა