ცხადდება მოკლე ვადიანი გაცვლითი პროგრამა თურქეთში, ექიშეჰირის ტექნიკურ უნივერსიტეტში!
ოთხშაბათი, 18 თებერვალი, 2026
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერასმუს+ პროგრამაზე თურქეთში, ექიშეჰირის ტექნიკურ უნივერსიტეტში!
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ინფორმატიკისპროგრამის აკადემიურ პერსონალს.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- GAU-ს ინფორმატიკის პროგრამის აკადემიური პერსონალი;
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
დაფინანსება მოიცავს:
- დღიურად 148 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად.
- 309 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;
საჭირო დოკუმენტაცია:
- CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე;
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
- ბიომეტრული პასპორტი;
- ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში დასაქმების დამადასტურებელი ცნობა (ინგლისურ ენაზე);
- მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა. (Mobility agreement (teaching);
შერჩების კრიტერიუმები:
GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები აკადემიური პერსონალისთვის.
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი).
ხანგრძლივობა - 7 დღე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 25 თებერვლის 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციოდოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულმისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: ექიშეჰირის ტექნიკური უნივერსიტეტი, აკადემიური სტაფი
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: keso.mechurchlishvili@gau.edu.ge nini.palavandishvili@gau.edu.ge