სიახლეები და ღონისძიებები

ცხადდება გაცვლითი პროგრამა ლიეტუვაში, ISM მენეჯმენტისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში!

ცხადდება გაცვლითი პროგრამა ლიეტუვაში, ISM მენეჯმენტისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში!

ორშაბათი, 02 მარტი, 2026

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამაზე ლიეტუვაში, ISM მენეჯმენტისა და ეკონომიკის უნივერსიტეტში!

პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებასა და სწავლას ერთი სემესტრის განმავლობაში (2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში)!

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო   პროგრამის II, III, IV, V და VI სემესტრის სტუდენტებსა და ამავე ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის I და II სემესტრის სტუდენტებს.
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა,   რაც შემოწმდება გასაუბრების შედეგად;
  • „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოსკანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამისმონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტიმშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველასემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასურიქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.

დაფინანსება მოიცავს:

  • უფასო სწავლა;
  • 800 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
  • 395 ევროს ლიმიტში მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება;
  • შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:

  • პასპორტის ასლი;
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
  • უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • ინგლისური ენის სერტიფიკატი (საერთაშორისო სერტიფიკატი ან შესაბამის დონეზე ენის ცოდნის ოფიციალური წერილი უნივერსიტეტისგან);
  • Learning Agreement (გაეცანით: გზამკვლევი ქართველი სტუდენტებისთვის).

იხილეთ საგნების კატალოგი: Course-list-for-Undergraduate-students-Fall-2025-1.pdf

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (მენეჯმენტისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი).

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

2026 წლის შემოდგომის სემესტრი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 9 მარტის 17:00 საათამდე გამოაგზავნეთსააპლიკაციოდოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგელექტრონულმისამართზე: exchange@gau.edu.ge

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: ISM

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტების საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.gekeso.mechurchlishvili@gau.edu.ge 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა