სიახლეები და ღონისძიებები

ცხადდება გაცვლითი პროგრამა ფინეთში, ტამპერეს უნივერსიტეტში!

ცხადდება გაცვლითი პროგრამა ფინეთში, ტამპერეს უნივერსიტეტში!

ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს გაცვლით ფინეთშიტამპერეს უნივერსიტეტის პორის კონსორციუმშიპროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებას და სწავლას ერთი სემესტრის განმავლობაში (2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში).

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირებისა და ინფორმატიკისა საბაკალავრო პროგრამების II, III, IV, V და VI სემესტრის, ასევე სამაგისტრო პროგრამის I და II სემესტრის სტუდენტებს;
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
  • უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერებამობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხებაროგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისადსტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.

დაფინანსება მოიცავს:

  • უფასო სწავლა;
  • 900 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
  • 360 ევროს ფარგლებში მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება;
  • შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:

  • CV- ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზეარაუმეტეს ორი გვერდისა).
  • პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • ინგლისური ენის სერტიფიკატი (საერთაშორისო სერტიფიკატიან GAU-ში გავლილი საგნის - ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი).
  • Learning Agreement (გაეცანით: გზამკვლევი ქართველი სტუდენტებისთვის).

წინასწარი კურსის კატალოგი (მოსალოდნელია გარკვეული ცვლილებები): https://ucpori.fi/en-gb/article/front-page/course-offering-pori-interdisciplinary-exchange-programme/1903/

შესარჩევი პროცესი:

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

  • 2026-2027 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 23 თებერვლის 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია ცალ-ცალკე ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge

გთხოვთმეილის სათაურად მიუთითოთ: Tampere University, Pori Consortium

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge keso.mechurchlishvili@gau.edu.ge 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა