ცხადდება გაცვლითი პროგრამა თურქეთში, სტამბულის ნიშანთაშის უნივერსიტეტში!
ოთხშაბათი, 06 მაისი, 2026
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერდაფინანსებულ ერასმუს+ პროგრამაზე, თურქეთში, სტამბულის ნიშანთაშის უნივერსიტეტში!
პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებასა და სწავლას ერთი სემესტრის განმავლობაში 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში!
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბიზნეს ადმინისტრირების, ინფორმატიკის, ინჟინერიისა და ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის II, III, IV, V და VI სტუდენტებს.
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ან თურქული ენის B2 დონეზე ცოდნა (რაც შემოწმდება გასაუბრებისშედეგად).
- „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოსკანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამისმონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტიმშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველასემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასურიქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.
დაფინანსება მოიცავს:
- უფასო სწავლა;
- 800 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
- 275 ევროს ოდენობით მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება;
- შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა).
- პასპორტის ასლი;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- ინგლისური ან თურქული ენის სერტიფიკატი (საერთაშორისო სერტიფიკატი, ან GAU-ში გავლილი საგნის - ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი);
- Learning Agreement (გაეცანით: გზამკვლევი ქართველი სტუდენტებისთვის);
საგნების კატალოგის მისაღებად, მოგვმართეთ ქვემოთ მითითებულ მეილებზე.
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი)
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
- 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 13 მაისის 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge
- გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: სტამბულის ნიშანთაშის უნივერსიტეტი
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge; keso.mechurchlishvili@gau.edu.ge; marine.eazmadze@gau.edu.ge