
ცხადდება გაცვლითი პროგრამა ამერიკაში, სამხრეთ იუტას უნივერსიტეტში!
სამშაბათი, 29 აპრილი, 2025
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ამერიკაში,სამხრეთ იუტას უნივერსიტეტში! წარმატებულ კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ ისწავლონ სწავლის საფასურის გარეშე აშშ-ში ერთი სემესტრის განმავლობაში (2025–2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი).
მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს, რომლებმაც დაასრულეს II, III, IV, V ან VI სემესტრი;
- აუცილებელია ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონე;
- უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.
დაფინანსება მოიცავს:
- უფასო სწავლა;
- დაბინავებისა და კვების ხარჯებს სტუდენტი თავად ანაზღაურებს;
- მგზავრობის ხარჯებს სტუდენტი თავად ანაზღაურებს;
- შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
- მოქმედი პასპორტის ასლი;
- სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი წერილი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურად);
- ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურად);
- ინგლისური ენის დონის დამადასტურებელი დოკუმენტი (TOEFL iBT – მინიმუმ 71 ან IELTS – მინიმუმ 6.0). იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი არ წარადგენს ენის ტესტის ქულას, საჭიროა GAU-ში გავლილი საგნის - ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი).
შენიშვნა:
პროგრამაში შერჩეულმა სტუდენტებმა უნდა გაიარონ J კატეგორიის ვიზის აღება.
დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://www.suu.edu/iss/immigrationdocuments.html
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი).
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტებისთვის
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
- 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 12 მაისის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge
- გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: სამხრეთ იუტას უნივერსიტეტი, ბაკლავრი
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge keso.mechurchlishvili@gau.edu.ge