ცხადდება მოკლე ვადიანი გაცვლითი პროგრამა ნიდერლანდებში, ვიტენბორგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში!
ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერასმუს+ პროგრამაზე ნიდერლანდებში, ვიტენბორგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში!
პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებასა და უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სემინარ/ვორქშოპებზე დასწრებას 5 დღის განმავლობაში.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გაუ-ს ბიზნეს ადმინისტრირებისსტუდენტებს;
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა, რაც შემოწმდება გასაუბრებით.
დაფინანსება მოიცავს:
- 553 ევრო დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
- 580 ევროს ოდენობით მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება;
პროგრამის აღწერა
შერჩეული კანდიდატები ეწვევიან ვიტენბორგისგამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტს, სადაცმონაწილეობას მიიღებენ უნივერსიტეტის მიერორგანიზებულ კვლევითი კვირეულის ფარგლებში.
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:
- ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (საერთაშორისო სერტიფიკატი, ან GAU-ში გავლილი საგნის, მინიმუმ B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი).
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი).
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტებისთვის
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
25.05.2025-29.05.2026 (მგზავრობის პერიოდი 24.05-30.05)
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 20 თებერვლის 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციოდოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: ვიტენბორგისგამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი, სტუდენტი.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: keso.mechurchlishvili@gau.edu.ge nini.palavandishvili@gau.edu.ge