სიახლეები და ღონისძიებები

გაცვლითი პროგრამა კლაიპედას გამოყენებითი მეცნიერების სახელმწიფო უნივერსიტეტში

გაცვლითი პროგრამა კლაიპედას გამოყენებითი მეცნიერების სახელმწიფო უნივერსიტეტში

პარასკევი, 19 ნოემბერი, 2021

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამაზე, კლაიპედას გამოყენებითი მეცნიერების სახელმწიფო უნივერსიტეტშილიეტუვაში

პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებას მიმღებ უნივერსიტეტში და ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლას ლიეტუვაში (2021-2022 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრი).


კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბიზნესის ადმინისტრირებისა საბაკალავრო პროგრამის მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კურსის სტუდენტებს.
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა, რაც შემოწმდება გასაუბრების შედეგად;
  • „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.
  • შერჩეული აპლიკანტი უნდა იყოს სრულად ვაქცინირებული.

დაფინანსება მოიცავს მოიცავს:

  • 800 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
  • ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლის დაფინანსებას მიმღებ უნივერსიტეტში;
  • მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება;
  • შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:

  • ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი).

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

  • 2022 წლის გაზაფხულის სემესტრი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2021 წლის 29 ნოემბრის, 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: კლაიპედას უნივერსიტეტი

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: t.mechurchlishvili@gau.edu.ge.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა