სიახლეები და ღონისძიებები

გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის რუმინეთში, ლუსიან ბლაგას სიბიუს უნივერსიტეტში!

გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის რუმინეთში, ლუსიან ბლაგას სიბიუს უნივერსიტეტში!

ხუთშაბათი, 05 თებერვალი, 2026

აჩვენე კალენდარზე

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერასმუს+ პროგრამაზე, აკადემიურიპერსონალისთვის რუმინეთშილუსიან ბლაგას სიბიუს უნივერსიტეტში!

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის, სამართლის პროგრამისა და ისტორიის პროგრამის აკადემიურ პერსონალს.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • GAU-ს მედიცინის სკოლის, სამართლის პროგრამისა და ისტორიის პროგრამის აკადემიური პერსონალი;
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

 დაფინანსება მოიცავს:

  • დღიურად 148 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად. 
  • 309 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;

საჭირო დოკუმენტაცია:

  • CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე; 
  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
  • ბიომეტრული პასპორტი; 
  • ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში დასაქმების დამადასტურებელი ცნობა (ინგლისურ ენაზე);
  • მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.

Mobility agreement (teaching);

შერჩების კრიტერიუმები:

GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები აკადემიური პერსონალისთვის

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი).

ხანგრძლივობა - 7 დღე, 10-16 მაისი, 2026 წელი

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 16 თებერვლის, 17:00 საათამდე გამოაგზავნეთსააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულმისამართზე: exchange@gau.edu.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: "ლუსიან ბლაგა-აკადემიური პერსონალი”

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: keso.mechurchlishvili@gau.edu.ge nini.palavandishvili@gau.edu.ge

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა