ცხადდება გაცვლითი პროგრამა ფინეთში, ტამპერეს უნივერსიტეტის პორის კონსორციუმში
ოთხშაბათი, 20 მაისი, 2026
ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამაზე GAU-ს ადმინისტრაციული და როგორც ბიზნესის ასევე ინფორმატიკის აკადემიური პერსონალისთვის, ფინეთში, ტამპერეს უნივერსიტეტის პორის კონსორციუმში.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ, ბიზნესის და ინფორმატიკის აკადემიურ პერსონალს.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- GAU-ს ადმინისტრაციული ან ბიზნესისა და ინფორმატიკის აკადემიური პერსონალი;
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა.
დაფინანსება მოიცავს:
- დღიურად 180 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად.
- 360 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;
საჭირო დოკუმენტაცია:
- CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე;
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
- ბიომეტრული პასპორტი;
- ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში დასაქმების დამადასტურებელი ცნობა (ინგლისურ ენაზე);
- მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.
შერჩების კრიტერიუმები:
- GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები ადმინისტრაციული/დამხმარე პერსონალისთვის.
- GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით აკადემიური პერსონალისათვის.
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტების განხილვა (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი).
- სტიპენდიის მინიჭება (ტამპერეს უნივერსიტეტის პორის კონსორციუმი)
- ხანგრძლივობა - 7 დღე.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 26 მაისის, 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე, PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: "ტამპერეს უნივერსიტეტის პორის კონსორციუმი, ადმინისტრაციული და ბიზნესის ან ინფორმატიკის აკადემიური პერსონალი"
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: keso.mechurchlishvili@gau.edu.ge Nini.palavandishvili@gau.edu.ge marine.razmadze@gau.edu.ge